სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატი კი არა, სატუსაღოს ბენეფიციარია – იონათამიშვილი

მიხეილ სააკაშვილის პრემიერმინისტრობოს კანდიდატად დასახელებას მმართველი გუნდის წევრები ეხმიანებიან. “ქართული ოცნების” დეპუტატების თქმით, თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტი სამშობლოში დაბრუნდება, მას ციხე ელოდება.

“მიხეილ სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატი კი არ არის, ის არის სატუსაღოს ბენეფიციარი. ის არის კონკრეტულ საქმეებზე მსჯავრდებული და ბრალდებული. ის არის ორგანიზატორი დანაშაულებრივი სისტემის”, განაცხადა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.

მამუკა მდინარაძის თქმით, სააკაშვილის “ნიანგის ცრემლები”, რომ სასამართლო წინა ხელისუფლების დროს კარგი არ იყო, ფარისევლობაა.

“მიხეილ სააკაშვილის ნიანგის ცრემლებით ტირილი, თურმე სასამართლო მის დროს არ ყოფილა კარგი, ეს უბრალოდ არის ფარისევლობა. მისი ეს აღიარებები ემსახურება კონკრეტულ, ლოკალურ მიზანს, რომ ცოტა მეტი ხმა მიიღოს, მეტი მანდატი ჰქონდეს მას საქართველოს პარლამენტში, მაგრამ ქართული საზოგადოება ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს”,- აცხადებს მდინარაძე.