“მე მიკვირს, რატომ ვერ ვისწავლით მთავარისა და მეორეხარისხოვანის გარჩევა – იმას კი არ უნდა ვყვიროდეთ, მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაიყვანონ თუ ომეპრაზოლით უმკურნალონ, თუ ლიდოკანით. ჩვენ პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ეს კაცი არის პოლიტპატიმარი და უნდა გაათავისუფლონ. მერე უნდა საირმეში იმკურნალებს, უნდა მრავალფუნქციურ კლინიკაში. გასცემს პასუხს, თუ არის სამართლებრივი კითხვები სასამართლოზე. არის საპროცესო კოდექსში შესაბამისი მუხლი, რომელიც ითვალისწინებს პატიმრობის შეცვლას, გადავადებას კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, უკეთესი გარემობები როდის უნდა დადგეს?! მასთან რომ ყოფილიყო კრიმინალური პრეტენზიები, როცა პოროშენკო ეხვეწებოდა, მიიღეთ გამოძევებული სააკაშვილი და მოიკლეს თავი, დაკეტეს საჰაერო სივრცე, მაშინ გამოჩნდა, რომ იქ პოლიტიკური მოტივაციაა წამყვანი. ამიტომ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან და გასცეს პასუხი სამართლებრივ კითხვებს, თუ იქნება”
ამბობს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი მიხეილ სააკაშვილზე TV პირველის ეთერში.