“სააკაშვილი მოდის საქართველოში და არა ხელისუფლებაში. ეს მინდა ვუთხრა ყველას, მის მომხრესაც და ყველა მის მოწინააღმდეგესაც. მოგეხსენებათ, მიშას ჰყავს ან ძალიან გულმხურვალე მომხრეები, ან ძალიან გულმხურვალე მოწინააღმდეგეები – ყველა უნდა გავუფრთხილეთ ნერვებს. სააკაშვილი ჩამოვა და სააკაშვილის ადგილი, რა თქმა უნდა, არის საქართველოში. სრულიად სამარცხვინოა, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი იდევნება. ეს დევნა უდევს საფუძვლად მომდევნო პოლიტიკურ ციკლში, წინა ხელისუფლების და ამ შემთხვევაში, ქართული ოცნების დევნას. ეს ნიშნავს მორევს და ამ მორევიდან გამოსასვლელი არის ერთადერთი გზა – ეს არის 2000 წლიდან მოყოლებული მილენიუმის აქტი, რომელიც მოიცავს ფართომასშტაბიან, სრულფასოვან პოლიტიკურ ამნისტიას, თუ ჩვენ გვინდა ეს მოჯადოებული წრე გავარღვიოთ და გადავიდეთ კოალიციურ ხელისუფლებაში”

განცხადა ფოთის მერობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ ფორმულას ეთერში. საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში 2 ოქტომბერს, საღამოს ჩამოვა. მან კიევი-თბილისის რეისის ბილეთის ფოტოც გამოაქვეყნა.