სააკაშვილი წამების მომეტებული საფრთხის ქვეშაა, მთავრობას მკაცრად მოვუწოდებთ, დაიცვან ძირითადი ადამიანის უფლებები – IRCT

“სააკაშვილი წამების მომეტებული საფრთხის ქვეშაა, მთავრობას მკაცრად მოვუწოდებთ, დაიცვან ძირითადი ადამიანის უფლებები”- წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭო (IRCT) საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ განცხადებას ავრცელებს და მის მიმართ არასათანადო მოპყრობას გმობს.

„IRCT გმობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობას მას შემდეგ, რაც მოშიმშილე პატიმარი ძალის გამოყენებით გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში, სადაც მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

“ღრმად შეშფოთებული ვართ წამების ზრდად საფრთხეზე, რომლის წინაშეც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დგას. ჩვენ მთავრობას მკაცრად მოვუწოდებთ პატივი სცენ და დაიცვან მისი ძირითადი ადამიანის უფლებები”, – ამბობს IRCT-ის აღმასრულებელი დირექტორი, ლიზა ჰენრი.