სააკაშვილმა დამავალა, გადავცე ილია II-ს, რომ გააგრძელებს შიმშილობას – ბოტკოველი

რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილი პატრიარქის მდივანმა, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველმა მოინახულა. საპატიმროს დატოვების შემდეგ, ბოტკეველმა თქვა, რომ ექსპრეზიდენტი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.

“ბატონმა მიხეილმა მადლობა გადაუხადა მის უწმინდესობას, უკვე მეორედ. ის გრძნობს მისი უწმინდესი ყურადღებას. მან აღნიშნა, რომ პატივს სცემს მის უწმინდესობას. დამავალა გადავცე უწმინდესობას, რომ ის გააგრძელებს შიმშილობას, რადგან ესაა მისი პრინციპული პოზიცია და ამ პოზიციაში კორექტორების შეტანას, ამ ეტაპზე, არ აპირებს”,– აცხადებს მიქაელ ბოტკოველი.

მანვე აღნიშნა, რომ პატრიარქი ვერ სთხოვს სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებას.