“შიმშილობა არ არის მარხვა, მარხვა სულ სხვა რამეა, ეს ერთი. მეორეც, ვიცით, რომ შიმშილობას ადგილი არ ჰქონია, გადატანილი ოპერაციის შემდეგ დამზოგავ რეჟიმში ჰქონდა კვება, ეს არც მარხვაა და არც შიმშილობა, ეს მისი ჯანმრთელობისთვის იყო განკუთვნილი. ცნობილია უკვე საექიმო დასკვნები, კუჭის ოპერაცია გაიკეთა და არ შეუძლია საკვების დიდი რაოდენობით მიღება. ექიმებისგან არის ცნობილი. ოპერაცია გაიკეთა დასავლეთში, ამიტომ დასავლეთმა იცის ეს და ეთანხმება, რომ ეს არ იყო არც შიმშილი…

მეუფე [ნიკოლოზი] ეტყობა ინფორმირებული არ იყო. არ დაისჯება. ეს მისი კერძო აზრი იყო, რადგან მან ახსენა, რომ პატრიარქის კურთხევით აკეთებს ყველაფერს, ამიტომ საპატრიარქო უნდა გამოხმაურებოდა, რომ ეს სიტყვები პატრიარქის კურთხევით არ იყო ნათქვამი”

ამბობს მეუფე იოანე გამრეკელი. როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილმა კუჭის ოპერაცია წლების წინ გაიკეთა. მითების დეტექტორის ცნობით, მტკიცება, რომ მიხეილ სააკაშვილმა 23 სექტემბერს ჰოლანდიაში კუჭის რეზექცია გაიკეთა, მცდარია. “სააკაშვილი 23 სექტემბერს ფრანკფურტში Europa Union Frankfurt-ის ღონისძიებაში მონაწილეობდა და ეს ღონისძიება ფეისბუკზე პირდაპირ გადაიცემოდა. კუჭის რეზექციისა და შემდგომი რეაბილიტაციისთვის საჭირო დროის გათვალისწინებით, ის ოპერაციის ჩატარებას 24-დან 28 სექტემბრამდე პერიოდში ვერ შეძლებდა, რადგან გემით მგზავრობისთვის ჩერნომორსკიდან ფოთის პორტამდე მას 40-44 სთ დასჭირდებოდა”,– აცხადებს მითების დეტექტორი.