“ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება სააკაშვილის საქმეზე დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ:

სასამართლოს არ უთქვამს უარი სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნაზე, როგორც ამას ხელისუფლება ამტკიცებს;

მაგრამ სასამართლოს ასევე არ დაუკმაყოფილებია ზემოაღნიშნული მოთხოვნა, როგორც ამას სააკაშვილის ზოგიერთი გულშემატკივარი წარმოაჩენს;

სინამდვილეში სასამართლოს ჯერ (!) არ მიუღია გადაწყვეტილება განმცხადებლის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხზე,

სტრასბურგმა მოითხოვა დამატებითი მასალები, და განსაზღვრა კონკრეტული ვადა – 24 ნოემბერი, რის შემდეგაც უნდა შეაფასოს, თუ რამდენად ადეკვატურია ციხის საავადმყოფოს პირობები და აღჭურვილობა სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავად;

სასამართლომ უახლოეს ხანებში შესაძლოა დააკმაყოფილოს განაცხადი და მოსთხოვოს სახელმწიფოს სააკაშვილის გადაყვანა, ან
უარი თქვას დაკმაყოფილებაზე და ციხის საავადმყოფო მიიჩნიოს ადეკვატურ დაწესებულებად პატიმრის მკურნალობისთვის.

სასამართლომ დაჟინებით მოუწოდა სააკაშვილს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა.

ჩემი აზრით, სააკაშვილმა უნდა გაითვალისწინოს სტრასბურგის სასამართლოს მოწოდება და შიმშილობა შეწყვიტოს. მისი შემდგომი რეაბილიტაციისთვის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხი კვლავ აქტუალური დარჩება.

საკუთარი ჯანმრთელობის გაფრთხილების გარდა, მან ასევე უნდა გაითვალისწინოს ელენე ხოშტარიას მდგომარეობა, რომელიც მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს და ცუდად ხდება ყოველდღე”

წერს ევროპული საქართველოს წევრი, ოთარ კახიძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ.