ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი, ეკა ხერხეულიძე პასუხობს ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებს, თითქოს მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილმა ნახევრი კილოგრამი თაფლი შეჭამა.
მისი თქმით, ყოფილმა პრეზიდენტმა შეიძინა 5 ქილა 50 გრამიანი ქილა თაფლი, 4 კი სპეკულაციების შემდეგ უკან დააბრუნა.
“ანატომია ამ ამბის ყოფილა ესეთი, როდესაც ექიმი შევიდა დეპარტამენტიდან, ურჩევია რომ ჩაიში გამოიყენოს შაქარი, რაზეც უარი განაცხადა და უთქვამთ, რომ თაფლი ერთი კოვზი შეგიძლია მიიღოო. ამის შემდეგ მას შეუძენია 5 ცალი 50 მლ გრამიანი ქილა, 7-ად რომ ასაღებენ, დათვის ქილად რომ აქვთ წარმოდგენილი.
როგორც კი მიშამ მოისმინა, რომ ამით სპეკულირებენ და ეს შეიძლება გამოიყენონ იმისთვის, რომ მის შიმშილობას ჩრდილი მიადგეს, მთხოვა, გადაეცი ყველა დაინტერესებულ პირს, რომ ერთი უკვე გახარჯული მქონდა და 4 ქილა აქტით, ხელმოწერით ჩავაბარე ადმინისტრაციასო. ამიტომ ამ ტყუილს გასავალი ვერ ექნება”,– თქვა ხერხეულიძემ.