სააკაშვილს აქვს ანემია, კუჭ-ნაწლავის პრობლემები, ნეიროდეფიციტი – ყიფშიძე

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია.

“გრძელდება საერთო სისუსტე, დისბალანსი, სიარულის პრობლემები აქვს. ამას დაემატა რამდენიმე ახალი რაღაცები – კუჭ-ნაწლავის პრობლემები, ბოლო 2 დღის განმავლობაში განვითარდა და ნეიროდეფიციტი, რაც ჩემი აზრით, უკვე გამოხატულია და საჭიროებს კორეგირებას”,– ამბობს ყიფშიძე.

მისივე შეფასებით, მკურნალობა “არ არის ბოლომდე ადეკვატური იმისა, რაც სჭირდება”.

“ეს არის დიაგნოსტიკა, პრეპარატები…. პრეპარატებში უნდა მოხდეს კორეგირება, შეიძლება ერთი კვირის წინ ერთი პრეპარატი უნდა მიიღო, შემდეგ უნდა მიიღო სხვა პრეპარატი. ასე რომ საჭიროა მედიკამენტების დამატება. [ფსიქოემოციური მდგომარეობა] მე ვიტყოდი, რომ სტაბილურად ცუდია, ვერ გეტყვით, რომ გაუმჯობესებულია”,– აღნიშნავს ყიფშიძე.

ექიმის ინფორმაციით, სააკაშვილს აქვს ანემიაც, რაც აქამდე არ ჰქონია.