სააკაშვილს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება ჩამოართვეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება ჩამოართვეს. ამის შესახებ სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი არაიკ ჰარუთიანიანი იტყობინება.

მისი თქმით, ცოტა ხნის წინ, უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ იმსჯელა სააკაშვილისთვის საპატიო დოქტორის წოდების ჩამორთმევის საკითხზე და დააკმაყოფილა განათლების მინისტრის წინადადება.

სამეცნიერო საბჭოს აღნიშნული წინადადებით არაიკ ჰარუთინიანმა მიმართა.