საარჩევნო რეფორმა დაიდო, ძალიან მაგრად იმუშავა ქართულმა ოცნებამ – ელისაშვილი

“საარჩევნო რეფორმა დაიდო, ძალიან მაგრად იმუშავა ქართულმა ოცნებამ”- ამის შესახებ, პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, POSTV-ის ეთერში, შალვა რამიშვილის  გადაცემაში განაცხადა.

“გამოგვყვა ბოლომდე “ოცნება” ძალიან სერიოზული საარჩევნო რეფორმა დაიდო, 5 შეხვედრა გაიმართა, და მაგრად იმუშავეს, შალვა პაპუაშვილი ძაან კაი ბიჭია რადგან ქართულ ოცნებას წარმოადგენს შარი მოვდოთ? მე ერთ სხდომას დავესწარი და ლევანმა ძალიან დიდი შრომა ჩადო. ვემუშავებით “ქართულ ოცნებას”, რაზეც მოდიან შეთანხმებაზე რაზე გავლანძღო? ტყუილა უბრალოდ გამოვიდე და გავლანძღო?”- განაცხადა ელისაშვილმა.