თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი საბერძნეთს ეგეოსის ზღვაში პროვოკაციების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
“კვლავ რაღაც სიგიჟეები ჩაიდინეს ეგეოსში. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც საჭირო იყო”. – თქვა ერდოღანმა.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ბერძნულმა თვითმფრინავებმა მისიის დაბლოკვა სცადეს, ხოლო მათ თურქეთის საჰაერო ძალებმა შესაბამისად უპასუხეს.
“თუკი საბერძნეთი მოქმედებას განაგრძობს, ერთ ღამეს, შესაძლოა, მოულოდნელად მივიდეთ”. – თქვა ერდოღანმა.