საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

საბერძნეთში, ათენში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ადასტურებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცია, რომელიც საბერძნეთში მუშაობდა.

უწყების ცნობით, საქართველოს საკონსულო ათენში მუდმივ კონტაქტშია გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან. მიმდინარეობს გადმოსვენების პროცედურაზე მუშაობა.