საბურთალოზე სპეცოპერაციის შედეგად 1 პირი დააკავეს

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე სპეცოპერაცია ჩატარდა – დაკავებულია 1 პირი.

სპეცოპერაცია 1 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

პოლიციამ BMW-ს მარკის მანქანა გააჩერა და გაჩხრიკა. ტელეკომპანია “ფორმულას” ცნობით, პოლიციამ მანქანიდან  2 ცეცხლსასროლი იარაღი.

მოგვიანებით მანქანა დალუქეს და ევაკუატორმა წაიყვანა.