აშშ საბჭოთა კავშირის გზას მიუყვება – პუტინი

შეერთებული შტატები, საბჭოთა კავშირის გზას მიუყვება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

”თქვენ იცით, რა პრობლემაა? მე გეტყვით, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის ყოფილი მოქალაქე. რა არის იმპერიების პრობლემა – ისინი ფიქრობენ, რომ ისინი იმდენად ძლიერები არიან, რომ შეუძლიათ, საკუთარ თავს მცირე შეცდომების დაშვების უფლება მისცენ, მაგრამ პრობლემები იზრდება. დგება დრო, როდესაც მათ აღარ შეუძლიათ გამკლავება. შეერთებული შტატები, თავდაჯერებული, მყარი ნაბიჯით პირდაპირ საბჭოთა კავშირის გზას მიუყვება,”- განაცხადა პუტინმა.