დღეიდან საგანგებო მდგომარეობა უქმდება, თუმცა შეზღუდვების დიდი ნაწილი ძალაში რჩება.
რომელი შეზღუდვები იმოქმედებს:
- საზოგადოებრივ ტრანსპორტზე;
- საჰაერო და საზღვაო მიმოსვლაზე;
- რესტორნებსა და კაფე-ბარებზე ადგილზე მომსახურეობით;
- სავაჭრო, სპორტული-გამაჯანსაღებელი ცენტრებზე;
- სავალდებულოდ დარჩება დახურულ სივრცეში პირბადის ტარება;
- ჩაკეტილი დარჩება ბოლნისის 2 სოფელი – მუშევანი და გეტა.
გარდა ამისა, დღეს პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების დაწესების კანონპროექტის მე-2 და მე-3 მოსმენა გაიმართება. მისი დამტკიცების შემთხვევაში, მთავრობას ექნება უფლება, საგანგებოს გარეშე შეზღუდოს: საჯარო დაწესებულებების საქმიანობის უფლება, პირთა მიმოსვლის (გადაადგილების) უფლება, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრა.
რომელი შეზღუდვები გაუქმდება ხვალიდან:
- დღეს 24:00 საათიდან კომენდანტის საათი იხსნება. ის დღის განმავლობაში მხოლოდ 21:00 საათიდან 24:00 საათამდე, 3 საათით იმოქმედებს.
- იხსნება შეზღუდვა მანქანაში 3 ადამიანზე მეტის მგზავრობის შესახებ. მისი დაცვა მხოლოდ ტაქსებს მოუწევთ.