საგანგებო მდგომარეობის პერიოდში პოლიციამ 22 590 000 ლარის ჯარიმები გამოწერა

არასამთავრობო ორგანიზაცია, ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, 21 მარტიდან 22 მაისამდე – საგანგებო მდგომარეობის პერიოდში პოლიციამ  22 590 000 ლარის ჯარიმები გამოწერა.

კომენდანტის საათის და საკარანტინე რეჟიმის დარღვევისთვის სულ 7,444 ფიზიკური და 18 იურიდიული პირი დააჯარიმა. საგანგებო მდგომარეობის დროს წესების დარღვევისთვის ფიზიკურ პირებზე ჯარიმა 3,000 ლარს, ხოლო იურიდიულ პირებზე 15,000 ლარს შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ 23 მაისიდან ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა უქმდება, ასევე, იხსნება კომენდანტის საათი.