საგარეო კომიტეტმა “ოცნების” რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტმა ქართული ოცნების ინიცირებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა. მას მხარი მხოლოდ ოცნების დეპუტატემა დაუჭირეს. პროექტს დღესვე გაიტანენ პლენარულ სხდომაზე.

ოპოზიციის მრავალი შენიშვნის მიუხედავად, რეზოლუციის პროექტი იმ სახით დარჩა, როგორც ინიცირებულია – მასში კვლავ არის მოხსენიებული რუსეთი.

კომიტეტმა არ გაიზიარა ოპოზიციის შეთავაზება, რომ კენჭი ეყარათ ალტერნატიული წინადადებისთვის, რომლითაც რეზოლუციაში რუსეთის ფედერაცია ჩაიწერებოდა.

მმართველი პარტიის დეპუტატის, მამუკა მდინარაძის თქმით, რეზოლუციაში “ყველა ფრაზა იმდენად სწორად არის ჩაწერილი, ვერც მტერი და ვერც მოყვარე, ვერ მოგვედავება”.