საგარეჯოში კაცს მანქანა დაეჯახა – ის ადგილზე გარდაიცვალა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ავტოავარიას ქვეითად მოსიარულე კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა სოფელ თოხლიაურში მოხდა.

ადგილზე მობილიზებული არიან ექსპერტ-კრიმინალისტები და დაწყებულია გამოძიება.