სადგურის მოედანთან ხანძარია

სადგურის მოედანთან, ფიროსმანის ქუჩაზე ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ადგილზე მობილიზებულია 4 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.