საერთაშორისო ასპარეზზე გავრილოვის ღამეს არ შეუსუსტებია ქვეყნის პოზიციები, პირიქით – გია ვოლსკი

“საერთაშორისო ასპარეზზე გავრილოვის ღამეს არ შეუსუსტებია ქვეყნის პოზიციები, პირიქით”- ამის შესახებ, ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, გავრილოვის ღამე იყო საორგანიზაციო ტექნიკური შეცდომა და საერთაშორისო ასპარეზზე მას არ შეუსუსტებია ქვეყნის პოზიციები.

“რაც შეეხება გავრილოვის თემას, ეს იყო საორგანიზაციო ტექნიკური შეცდომა, რომელმაც ნამდვილად არ განაპირობა საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციების შესუსტება, პირიქით, გაცილებით უფრო ძლიერია საქართველო ევროკავშირის სტრუქტურებშიც და აქედან გამომდინარე, არ შეიძლება გავრილოვის თემა შეფასდეს იმ ასპექტით, რასაც ჰქვია საგარეო კურსის ცვლილება. ეს ყველამ გაიგო, მთელს მსოფლიოში, ვისაც აინტერესებს და მხოლოდ ჩვენი ოპონენტების გარკვეულ ჯგუფს, მედიასაშუალებებს არ უნდათ, რომ სხვა კუთხით განიხილონ ეს თემა”, – აცხადებს ვოლსკი.