სავარაუდო მიყურადების ფაქტზე ანა დოლიძეს პროკურატურაში საჩივარი შეაქვს

მოძრაობა “ხალხისთვის” ლიდერს, ანა დოლიძეს შესაძლო მიყურადების ფაქტზე პროკურატურაში საჩივარი შეაქვს.

“ქართული ოცნება ყალიბდება ისეთ ხელისუფლებად, რომლის ოპონენტებთან გამკლავების ერთ-ერთი იარაღი სერიოზული იარაღი, არის მორალური ტერორი, მათ შორის მიყურადებით, ჩაწერით და შესაძლო შანტაჟით. იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია ყველა აღვუდგეთ, გავაჩეროთ ეს პრაქტიკა მე შემაქვს საჩივარი საქართველოს მთავარ პროკურატურაში. გამოიძიოს რა ტიპის მიყურადებას ჰქონდა ადგილი, როდის, რა გარემოებაში და რაც მთავარია, ვისი დავალებით”, -განაცხადა ანა დოლიძემ. 

ცნობისთვის, მთავარი არხის ეთერში სუს-ის ყოფილმა თანამშრომელმა, ივანე გულაშვილმა მოყვა, როგორ ავალებდნენ სხვადასხვა პირების თვალთვალს, მათ შორის იყო ანა დოლიძეც, რომლის სახლშიც ფარული თვალთვალის აპარატურა დაამონტაჟა.