საზოგადოებისთვის საშიში, ძაღლების მწამებელი მერი, რომელზეც შსს-ს რეაგირება არ აქვს

სოციალურ ქსელში ვრცელდება, ისტორიები და ფოტოები სადაც მოქალაქეები ყვებიან, როგორ სასტიკად უსწორდება, თბილისში, ვარკეთილში მცხოვრები, მერი ნასყიდაშვილი კატებსა და ძაღლებს არასრულწლოვნების თანდასწრებით.

არსებობს არაერთი თვითმხილველი: მეზობლები, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მაღაზიების თანამშრომლები, ეზოში მოთამაშე ბავშვები, რომელებიც ადასტურებენ, რომ მერი ნასყიდაშვილი სისტემატურად, სასტიკად უსწორდება მიუსაფარ ცხოველებს. ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველი აცხადებს რომ საკუთარი თვალით დაინახა როგორ აიღო, ქალმა სამშენებლო მასალის ნაწილი და ძაღლს თავში ჩაარტყა. არსებობს მოწმე რომელმაც ნახა თუ როგორ მოაჭრა თავი კნუტს არასრულწლოვანის თანდასწრებით.

არაერთი თვითმხილველის, ფოტო-ვიდეო მტკიცებულების მიუხედავად, გამოძიება ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, კვლავ არ დაწყებულა.  მოქალაქეებმა არაერთხელ დაწერეს საჩივარი კონკრეტულ პიროვნებასთან დაკავშირებით, თუმცა რეაგირება კვლავ არ მოჰყოლია. 

“სალამი მეგობრებო, ვპოსტავ აქ, რადგან ყველა მიუსაფრების მოყვარული, მგონია რომ თავმოყრილები სწორედ აქ ვართ. მოკლედ ვარკეთილში არის ასეთი ცნობილი ძაღლების მწამებელი მერი, რომელთანაც მე პირადად არაერთი შეტაკება მქონია და რომელზეც ვიგებ ინფორმაციას სხვადასხვა უცნობი ადამიანებისგან, რომ თვალებს თხრის, ქვით თავს უჩეჩქვავს ძაღლებს და კატებს და წამლავს მათ, ყველაზე მსუბუქი – იძახებს მონიტორინგს, აბსოლუტურად უსაფუძვლოდ. ძაღლი ფოტოზე, რომელსაც იცნობთ უკვე, მაგის კორპუსის მიმდებარედ დადიოდა და რაკიღა ვკვებავდი და ვაკვირდებოდი ამ ძაღლს, ხშირად მხვდებოდნენ ადამიანები, ვინც ამ ინფორმაფიას მაძლევდა. დღეს შემხვდა ისევ და გამახარა 5 ძაღლი წავაყვანინეო და მაგათაც მოვაშორებო, მაგ დროს სხვას ვაჭმევდი. როგორც მახსოვს შემხვედრია ადრე პოსტები მაგ ქალთან მიმართებაში, ვიცი დაუწერიათ არაერთხელ განცხადება და ა.შ. რატომ ვწერ, რა შეიძლება გაკეთდეს რომ გავაჩეროთ ეს ქალი, იქნებ იყოთ ვინმე კომპეტენტური ასეთ სიტუაციაში როგორ შეიძლება შევაჩეროთ ეს მანიაკი სახელად მერი.”- წერს მაკა ჭაობაშვილი ფეისბუქზე არსებულ ჯგუფში : ”მიუსაფარ ცხოველთა კლუბი”

ცნობისთვის, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობისთვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსები. კერძოდ, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, აგრეთვე ცხოველის წვალება ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის ან მცირეწლოვნის თანდასწრებით ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე (სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 104-ე მუხლები).