საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ირაკლი აბსანძე სამსახურიდან გაათავისუფლა

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ტელეწამყვანი და ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე სამსახურიდან გაათავისუფლა. აღნიშნულ ინფორმაციას თავად ირაკლი აბსანძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“ამ არმაგედონში რა დროს ესაა, მაგრამ, წეღან საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შემატყობინა, რომ ჩემთან შრომით ურთიერთობას წყვეტს”, – წერს ის ფეისბუქზე. 

ცნობისთვის, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ირაკლი აბსანძე ხშირად ეხმაურებოდა და ასევე კრიტიკული განცხადებებით გამოირჩეოდა. ირაკლი აბსანძე 12 ივლისს მმართველი გუნდის  ოფისთან აქციაზეც, დააკავეს.