საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა

დღეიდან საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა. შეზღუდვა 14 აგვისტოს დაწესდა, რომელიც 4 სექტემბერს უნდა მოხსნილიყო, თუმცა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდა.

ტრანსპორტში კვლავ სავალდებულოა პირბადის ტარება. თბილისის მერის განცხადებით, ეს მკაცრად გაკონტროლდება.