“გადახდის ახალ სისტემაში შემოვიდა ულიმიტო პაკეტები და შეიცვალა მთლიანად პროდუქტის სახეობა. აქამდე თუ იყო მეტრო და ავტობუსი, ახლა არის მეტრო, ავტობუსი და მიკროავტობუსი. შემოვიდა ვადიანი ბარათები. ერთი წლიდან დაწყებული, 90 წუთით დასრულებული სხვადასხვა ფასის და ვადიანი პაკეტები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის მგზავრის ნებაზე დაფუძნებული გადახდის სისტემა. იქიდან გამომდინარე, თუ რამდენად აქტიურად აპირებს აბონემენტის გამოყენებას, აქტიურობის შესაბამისად განპირობებულია ფასი. თუ აქტიურია მომხმარებელი, მგზავრობის ფასი კიდევ უფრო დაბალი გამოდის. ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის აქტიურ მოხმარებაზე ორიენტირებული წამახალისებელი გადახდის სისტემა. თქვენ შეძენილი თუ გაქვთ ერთწლიანი ბარათი, ნაკლებად ჩნდება მანქანით მგზავრობის სურვილი, რადგან წინსწრებით გადახდილი გაქვთ და თქვენ უკვე დამატებით აღარ იხდით. ყოველი შემდეგი მგზავრობა თქვენთვის არის ულიმიტო და  უფასო”

ამის შესახებ, თბილისის ვიცემერმა  ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.