სათქმელად მივდივართ, რომ რუსეთი აგრესორია – “ლელოს” წევრები კიევში გაფრინდნენ

ის სამარცხვინო რეზოლუცია, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” გუშინ მიიღო, არ გამოხატავს ქართველი ხალხის აზრს და ნებას, ამის სათქმელად მივდივართ ჩვენ – მკაფიოდ უნდა ვუთხრათ, რომ რუსეთი არის აგრესორი, – პარტია “ლელოს” წევრები უკრაინისთვის  სოლიდარობის ნიშნად, საქართველოდან კიევში გაფრინდნენ.

“გზავნილი რითაც ჩვენ მივდივართ არის, რომ ქართველი ხალხი მკაფიოდ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით, მკაფიოდ უნდა ვუთხრათ, რომ რუსეთი არის აგრესორი, მკაფიოდ უნდა ვუთხრათ, რომ უკრაინის გამარჯვება პირდაპირ კავშირშია საქართველოს გამარჯვებასთან, უკრაინის თავისუფლება არის პირდაპირ გადაჯაჭვული საქართველოს თავისუფლებასთან”  – განაცხადა ხაზარაძემ.

უკრაინაში დღეს საღამოს გაფრინდება “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარიაც და პარტიის წევრები,  ხოლო ხვალ ენმ-ს დელეგაცია ხატია დეკანოიძის ხელმძღვანელობით.