საია მერიას მოუწოდებს, შეაჩეროს დემონტაჟის პროცესი აფრიკის დასახლებაში

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აფრიკის დასახლებაში უკანონო შენობების დემონტაჟზე განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს მერიას, შეწყვიტოს სახლების ნგრევა.

“საია ეხმაურება 15 დეკემბერს, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ აფრიკის დასახლებაში ნებართვის გარეშე აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟის პროცესს და მოუწოდებს თბილისის მერიას შეწყვიტოს დემონტაჟი, ამასთანავე უზრუნველყოს და გაატაროს უსახლკარო პირთა მიმართ მხარდაჭერის პოლიტიკა.

მოვუწოდებთ თბილისის მერიას:

– შეაჩეროს შენობა-ნაგებობების დემონტაჟის პროცესი, რათა იქ მცხოვრები პირები არ აღმოჩნდნენ ქუჩაში ღია ცის ქვეშ.

– გაატაროს მხარდაჭერის პოლიტიკა და ნებართვის გარეშე გაცემული ნაგებობების დემონტაჟის შემთხვევაში, იქ მცხოვრები პირები უზრუნველყოს სათანადო საცხოვრებელი ფართებით.

საქართველოს ხელისუფლებას:

– COVID-19-ის პანდემიის დროს, შეაჩეროს უსახლკარობის პირას მყოფი ადამიანების უძრავი ქონების აღსრულება, მათ შორის შეაჩეროს ნებართვის გარეშე გაცემული ნაგებობების დემონტაჟი”, – წერია განცხადებაში.

აფრიკის დასახლებაში თბილისის მერია უკანონო შენობებს ანგრევს. ადგილზე მოსახლეობა და პოლიცია ერთმანეთს დაუპირისპირდა. დაკავებულია 8 ადამიანი.

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, ამ ადამიანებს სახლები აქვთ, უბრალოდ მიწის მითვისება უნდა და აშენებენ აგარაკებს