საინტერესო იქნება, თუ პრემიერად ვაშაძეს განიხილავენ – მანჯგალაძე ლელოს ინიციატივაზე

“საინტერესო იქნება, თუ პრემიერად ვაშაძეს განიხილავენ”- ასე ეხმაურება, დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის განცხადებას. მანჯგალაძის აზრით  ინიციატივა უფრო საინტერესო იქნება თუ პრემიერობის კანდიდატად გიორგი ვაშაძეს განიხილავენ.

“ჩვენთვის ეს საინტერესო წინადადებაა, კიდევ უფრო საინტერესო იქნება, თუ პრემიერობის კანდიდატად განიხილავენ გიორგი ვაშაძეს. სტრატეგია აღმაშენებელს შეუძლია საერთო ოპოზიციური ინტერესებიდან გამომდინარე, უარი თქვას საკუთარ ამბიციებზე, თუმცა, სანამ კონსულტაციები დაიწყება, ჩვენ ვაცხადებთ, რომ მნიშვნელოვანია პრემიერმინისტრობის კანდიდატად განხილული იყოს გიორგი ვაშაძე”, – თქვა მანჯგალაძემ.

გუშინ, 19 ივლისს მამუკა ხაზარაძემ ფეისბუქპოსტით ოპოზიციას კონსოლიდაციისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ საჭიროა, ოპოზიციამ ქმედითი ნაბიჯები გადადგას დიდი კოალიციის შესაქმნელად.