„დამოუკიდებელი სახელმწიფოს მისაღწევად აუცილებელია, კლანი სახლში წავიდეს და სრულყოფილი რეფორმა გატარდეს. ყველას გვესმის, რომ ეს დიდი ბრძოლის ნაწილია. ამ ბრძოლაში საზოგადოების ჩართულობა, აქტიურობა და მათ შორის, პროტესტი, ძალიან მნიშვნელოვანი და ლეგიტიმური ინსტრუმენტია. ამ ეტაპზე სანქცირებულ ადამიანებს ოდნავი პასუხისმგებლობა მაინც რომ ჰქონდეთ, თანამდებობიდან უნდა მიდიოდნენ. საკითხი დგას ასე – ან ეს ხალხი დარჩება სისტემაში ან საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს. რა უფლება აქვს რამდენიმე მოსამართლეს, რომ სასამართლოში საკუთარ ყოფნას ქვეყნის უსაფრთხო მომავალი გადააყოლოს?!

იმისთვის, რომ კლანის დემონტაჟი მოხდეს, ბრძოლას, რა თქმა უნდა გავაგრძელებთ ისე, როგორც ბოლო 10 წლის განმავლობაში. დანარჩენს მომდევნო დღეებში იხილავს საზოგადოება“,

ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.