რა ქენი გუდუნა ეს?! რას დაგამსგავსეს ბიჭო?! საკრებულოში გამოგწვრთენით, მერე პარლამენტში გადმოხვედი. შემდეგ, მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი გახდი და რა გიქნა სტრატეგია აღმაშენებელმა?! რა გინდა პარტიის თავმჯდომარე კაცს ბაზარზე კიტრის, პომიდვრის და მწნილის ფასებზე რომ დარბიხარ?!

ასე მიმართა ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს, რომელმაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოში სასურსათო პროდუქტებზე არსებული ფასები 2012 წლის ფასებს შეადარა.