საკრებულოში ოცნების დეპუტატმა დეკლარაციაში საკუთარი ბინები და ხელფასი არ მიუთითა

თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ქართული ოცნებიდან, კახაბერ ლაბუჩიძემ 2024 წლის ქონებრივ დეკლარაციაში ხელფასი და უძრავი ქონება არ მიუთითა. ინფორმაცია ამის შესახებ,

ირკვევა, რომ ოცნების დეპუტატი ერთ 115.58 კვ.მ. ბინას თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე ფლობს, მეორე – 36.40 კვ.მ. ბინა კი მას ბაკურიანში აქვს.

აღნიშნული უძრავი ქონება ლაბუჩიძემ დეკლარაციაში არ მიუთითა. უძრავი ქონება დეპუტატმა დეკლარაციაში არც გასულ, 2023 წელს მიუთითა. ასევე, მათივე ინფორმაციით, 2022 წელს კახაბერ ლაბუჩიძე დეკლარაციის არასრულად, დარღვევებით შევსების გამო, საჯარო სამსახურის ბიურომ დააჯარიმა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს განცხადებით, ისინი ანტიკორუფციულ ბიუროს მიმართავენ, რომ კახაბერ ლაბუჩიძის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევები შეისწავლონ და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ. საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონით, კახაბერ ლაბუჩიძე, როგორც თბილისის საკრებულოს ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარე, ვალდებულია, ეს ინფორმაცია მისი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში სრულად ასახოს.