სალომე ზურაბიშვილი ბუსტერ დოზით აიცრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ დოზით აიცრა. ამის ამსახვეელ ვიდეოს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. პრეზიდენტი ასევე ახსენებს მოქალაქეებს რომ ნებისმიერი ვაქცინით აცრილ ადამიანებს, ვაქცინაციის კურსის გასვლიდან 3 თვის შემდეგ, ბუსტერ დოზით აცრა შეუძლიათ.