სალომე ზურაბიშვილი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიესალმება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიესალმება და მხარეებს დიალოგის აღდგენისკენ მოუწოდებს.

„მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტას მივესალმები და მხარეებს სამშვიდობო დიალოგის განახლებისკენ მოვუწოდებ. ხანგრძლივი მშვიდობა და სტაბილურობა ერთადერთი მისაღები მომავალია ჩვენი რეგიონისთვის,“- წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

შეგახსენებთ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ძალაში დღეს, 12 საათიდან შევიდა. აზერბაიჯანი და სომხეთი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტასა და არსებითი მოლაპარაკებების დაწყებაზე მოსკოვში რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ შეთანხდნენ, რომელიც 9 სექტემბერს საღამოს დაიწყო და 10 საათზე მეტხანს გაგრძელდა.