სალომე ზურაბიშვილი 17:00 საათზე ბრიფინგს გამართავს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 17:00 საათზე, ორბელიანის სასახლეში ბრიფინგს გამართავს. შესაბამის ინფორმაციას, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სავარაუდოდ სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი, ყვარლის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებსა და რუსეთ-საქართველოს შორის, პირდაპირი ავიარეისების აღდგენას შეეხება.

სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა 16 პირი დააკავეს.