სალომე ზურაბიშვილმა 15 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა 15 მსჯავრდებული შეიწყალა.  მათგან 9 ადამიანი გათავისუფლდა, 6 მსჯავრდებულს კი სასჯელის ვადა შეუმცირდა.

“საქართველოს პრეზიდენტმა 15 მსჯავრდებული შეიწყალა, რომელთაგან 9 მსჯავრდებული პირი გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის, 2 მსჯავრდებული ქალია, ხოლო 6 მსჯავრდებულს მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა”. – ვკითხულობთ განცხადებაში.