სამადაშვილი: უფრსკულში ვიხედებით – ეს გვითხრეს დღეს ვაშინგტონში, ბრიუსელში

“უფრსკულში ვიხედებით – ეს გვითხრეს დღეს ვაშინგტონში, ეს გვითხრეს ბრიუსელში”,- ასე ეხმიანება სალომე სამადაშვილი ევროპარლამენტარების ერთობლივ განცხადებას.

ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი ითხოვს

“1. გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები; 2. მივიღოთ ახალი კონსტიტუცია-შემდეგი არჩევნები, მათ შორის ვადამდელი, ჩატარდეს პროპორციული წესით და შემცირებული ბარიერით; 3. ჩატარდეს პლებისციტი, ახალი კონსტიტუციით ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ. ხალხმა გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი. ეს არის ერთადერთი გამოსავალი”,- წერს სამადაშვილი.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარები ითხოვენ საქართველოსთვის ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერის შეჩერებას.

ისინი კრიზისზე მეტ პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებენ და მოუწოდებენ, გადაწყვიტონ მომავალი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების საკითხები.