სამეგრელოში ძლიერმა ქარმა 960-ზე მეტი სახლის და 38 კორპუსის სახურავი დააზიანა

სამეგრელოში ძლიერმა ქარმა 960-ზე მეტი სახლის და 38 კორპუსის სახურავი დააზიანა – ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულმა, გიორგი გუგუჩიამ განაცხადა.  მისი თქმით,  დაზიანდა 966 კერძო საცხოვრებელი სახლის და 38 საცხოვრებელი კორპუსის, 2 ამბულატორიის შენობის, 5 საბავშვო ბაღის, 5 საჯარო სკოლის 3 საჯარო სკოლის დარბაზის, 10 ადმინისტრაციული შენობის სახურავი.

ხოლო ელექტროენერგია არ მიეწოდება 114 ადმინისტრაციულ ერთეულს.

უსაფრთხოებიდან გამომდინარე ზუგდიდის მთავარი ნაძვის ხე აიღეს.

“პირველ რიგში მინდა დავიწყო მადლობით და მადლობა გადავიხადო უამრავ ადამიანს რომელიც ამ ურთულეს მეტეოროლოგიურ პირობებში, ხშირად საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად მუშაობს იმისთვის რომ სხვების უსაფრთხოება იყოს დაცული, ვგულისხმობ მუნიციპალურ სამსახურებს, საგანგებო სიტუაციების სამსახურს, შსს სხვადასხვა ქვედანაყოფებს, ენერგო-პროს, სოკარის ავარიულ ჯგუფებს, სამაშველო სამსახურს” – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ.