“დგინდება გარკვეული შეზღუდვა მხოლოდ მრავალბინიან კორპუსში, ბინაში ძაღლის რაოდენობასთან დაკავშირებით, რაც 2025 წლის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება, მას შემდგომ რაც რეგისტრაციის პროცესი დასრულდება. აიკრძალება სამზე მეტი ძაღლის ყოლა საკუთრებაში, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ადამიანი აიყვანს თავშესაფრიდან, ან მიიკედლებს ცხოველს, ამ შემთხვევაში ეს შეზღუდვა მათთვის აღარ იარსებებს”

აცხადებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი მაია ბითაძე.

ბითაძემ დღეს განმარტა ის ცვლილებები, რომლებსაც საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს და განაცხადა, რომ კანონპროექტს პარლამენტი სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ივნისში დაამტკიცებს.მისივე თქმით, ეტაპობრივად გამოიყოფა 80 მილიონამდე იმისთვის, რომ შეიქმნას ინეტრმუნიციპალური თავშესაფრები.