3 მათგანი რეანიმაციაშია მოთავსებული – ექიმი შახტაში დაშავებულებზე

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ტყიბულის მაღაროს აფეთქებისას დაშავებული 8 პაციენტიდან 3 რეანიმაციაშია მოთავსებული, ერთის მდგომარეობა კი საკმაოდ სერიოზულია.

“8 კაცი გადმოყვანილ იქნა კატასტროფის ბრიგდებით ტყიბულიდან. სავარაუდოდ, მეთანის ფეთქების შედეგად მიიღეს სხვადასხვას სახის დაზიანებები, სამი მათგანი მოთავსებულია დამწვრობის ცენტრი რეანიმაციის განყოფილებაში, აქედან ერთის მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია. დანარჩენი პაციენტები, 5 პაციენტი მოთავსებულია დამწვრობის ქირურგიულ განყოფილებაში, გარდა დამწვრობისა, აღენიშნებათ სხვადასხვა ადგილის ტრავმული დაზიანებები და მოტეხილობები. ამ წუთას უკეთდებათ გარკვეული კვლევები და სამედიცინო ჩარევები”,– ამბობს ქაშიბაძე.

ცნობისთვის, ტყიბულის ერთ-ერთ შახტში აფეთქება მოხდა. კლინიკაში შემთხვევის შედეგად დაშავებული 9 ადამიანი შეიყვანეს, მათგან ერთი კი გარდაიცვალა. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, ის სხეულის 60%-იანი დამწვრობით რეანიმაციაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.