აფეთქება ტყიბულის შახტაში – გარდაიცვალა 1 ადამიანი, დაშავდა 8

ტყიბულის ერთ-ერთ შახტში აფეთქება მოხდა. კლინიკაში შემთხვევის შედეგად დაშავებული 9 ადამიანი შეიყვანეს, მათგან ერთი კი გარდაიცვალა. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, ის სხეულის 60%-იანი დამწვრობით რეანიმაციაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.