სამნიძე: მე არ შევალ ფრაქციაში, რომელიც იქნება პარტიული

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, პარლამენტის წევრი ხათუნა სამნიძიე აცხადებს, არ შევა ფრაქციაში, რომელიც პარტიული იქნება.

მისივე განმარტებით, თუ შარლ მიშელის დოკუმენტის განხორციელებისთვის ფრაქცია შეიქმნება, ასეთ ფრაქციაში ყოფნას განიხილავს.

“მე ვარ ამ ეტაპზე დამოუკიდებელი დეპუტატი. წარმოვადგენ რესპუბლიკურ პარტიას პარლამენტში. დღეს სხვა ფრაქციის შექმნის შესახებ მე ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ იმედი მაქვს, შეიქმნება ძალიან ბევრი ოპოზიციური ფრაქცია. ეს არის სერიოზული ინსტრუმენტი კონკრტეული მიზნების განსახორციელებლად ქართული ოცნებისთვის ოპონირების გასაწევად გაერთიანებული ძალებითა და კოორდინაციით.

მე არ შევალ ფრაქციაში, რომელიც იქნება პარტიული. თუ იქნება კონკრეტული შესაძლებლობა კონკრეტული მიზნისა და შარლ მიშელის დოკუმენტის განხორციელებისთვის, პირველ რიგში, შეიქმნას ფრაქცია კონკრეტული მიზნებით, რა თქმა, უნდა განვიხილავ ასეთ ფრაქციაში ყოფნას”, — განაცხადა სამნიძემ.

ცნობისთვის, დღეს პარტია ლელომ სალომე სამადაშვილთან, შალვა შავგულიძესთან და არმაზ ახველდიანთან ერთად საპარლამენტო ფრაქცია შექმნა.