მსოფლიოში კორონავირუსის გამო პანდემია გამოცხადდა და მისგან გამოწვეული კარანტინი მილიონობით ადამიანს შეეხო. ვირუსის გამო საჰაერო მიმოსვლა თითქმის სრულიად შეჩერებულია. ახალდაქორწინებული წყვილი, ოლივია და რაული საქორწინო მოგზაურობაში 1 კვირით ულამაზეს მალდივის კუნძულებზე წავიდნენ, თუმცა შეჩერებული ფრენების გამო კუნძულზე ჩარჩნენ და უკან ვეღარ ბრუნდებიან.
“სამოთხეში გამომწყვდეულები”- ამ სათაურით The New York Times-ი აქვეყნებს წყვილზე სტატიას. როგორც სტატიაშია აღნიშნული, სამხრეთ აფრიკეული წყვილი კუნძულებზე არსებულ ერთ–ერთ ძვირადღირებულ სასტუმროში 6 დღის გატარებას გეგმავდა თუმცა შემთხვევით მოხდა ისე რომ თვითიზოლაციის გატარება სწორედ ამ კუნძულებზე უწევთ. სასტუმროში ერთი ღამე 750 დოლარი ღირს, მაგრამ, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, აღნიშნული თანხის გადახდა არ უწევთ.