სამხრეთ აფრიკული შტამის ერთი შემთხვევა დადასტურდა – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნულიუ ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამის ერთი შემთხვევა დადასტურდა.

მისივე თქმით, ის საქართველოს მოქალაქეა, დუბაიში მოგზაურობის ისტორიით.

გამყრელიძის ინფორმაციით, მოქალაქე სრულად განკურნებულია.