სანამ არ მოიგებს სააკაშვილი, იქამდე ვატაროთ არჩევნები? – ვოლსკი

“ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში გია ვოლსკი აცხადებს, რომ მმართველ გუნდში რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით მზაობა არ არსებობს. ამის შესახებ ვოლსკიმ “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა.

“ჯერ ეს ერთი, სანამ არ მოიგებს სააკაშვილი იქამდე ვატაროთ არჩევნები? მეორეს ერთი მთავარი შეკითხვა ცოტა სხვა არის, გაყალბდა არჩევნები? არის ეს რეალობა? ეს რეალობა არ არის. ეს არის ფაქტი და აქედან გამომდინარეობს ყველაფერი, რაც ჩემს პასუხებში შეიძლება მოექცეს…

თუ გადავხედავთ წარსულს, ყოველთვის ასე იყო, არსებობს პოლიტიკური სასწორი, ერთ მხარეს არის ნაკლული პარლამენტი, ანუ ის, რასაც ოპოზიცია ითხოვს და მეორეზე დევს ჩვენი დამოკიდებულება ჩვენი ამომრჩევლის მიმართ, რომლებიც გაცილებით მეტნი არიან და მათი ჩმები ჩვენს დაცვას ითხოვს. მეორე მხარეს ასევე დევს სტაბილურობა.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა რაც თქვეს, კოალიციური ხელისუფლება უნდა იყოს, გადახეთ, სულ რომ გაიწიოს “ქართული ოცნება”, ვინ რჩება მოლაპარაკების მაგიდაზე: სადისტი, თაღლითი, პოპულისტი და მე არ ვფიქრობ, რომ ამომრჩევლებს ამაზე ექნებათ პოზიტიური დამოკიდებულება,” – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.