“რეალური პოლიტიკა აეგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ღმერთმა არ ქნას, მართლა ფატალურად დამთავრდება ეს ისტორია. სანამ მიხეილ სააკაშვილი იქნება ცოცხალი, რევოლუციური პროცესის ორგანიზება, ჩემი აზრით, არ არის შესაძლებელი. რევოლუციური სიტუაცია იქმნება მაშინ, როცა ხელისუფლება არის სტერილური და ხალხი არის კონსილიდირებული ოპოზიციასთან ერთად მეორე მხარეს. გარდა ამისა, მას ჰყავს საერთო სახალხო ავტორიტეტი ლიდერი და სისტემაც არის საკმაოდ შერყეული.
ამ სამი კომპონენტიდან სახეზე არ გვაქვს. პირველი – საზოგადოება სამ ნაწილად არის გაყოფილი: ერთი, ვინც ითხოვს სწრაფ ცვლილებებს, მეორე, ხელისუფლების მხარდამჭერები, შეცდომაში შეყვანილები, მედროვეები და მესამე, რომელსაც ძალიან არ მოსწონს ხელისუფლება, მაგრამ არ არის მზად კომპრომეტირებულ წარსულს დაუბრუნდეს და ეს ყველაფერი მოხდეს მიხეილ სააკაშვილის ბელადობის ქვეშ. სისტემაც ჯერჯერობით არ არის საკმარისად შერყეული”
ამბობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი TV პირველის ეთერში.