სანქციების გამკაცრება უნდა გაგრძელდეს, სანამ უკრაინას ყველა რუსი სამხედრო არ დატოვებს – ჯონსონი

“სანქციების გამკაცრება უნდა გაგრძელდეს, სანამ უკრაინას ყველა რუსი სამხედრო არ დატოვებს” – ამის შესახებ, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა. 

“მე ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ დიდი შვიდეულისგან სანქციების მოხსნას უნდა ელოდოთ, მხოლოდ იმიტომ, რომ უკრაინაში ცეცხლი შეწყდა. ეს პირდაპირ პუტინის სცენარია. ჩემი აზრით, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სანქციების გამკაცრება, სანამ უკრაინის ტერიტორიას ყველა რუსი სამხედრო არ დატოვებს” – განაცხადა ჯონსონმა.