სანქციები არ არის ინიცირებული, ამაზე ჩვენთან კომუნიკაცია არ ყოფილა – თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ მმართველი პარტია საერთაშორისო თანამეგობრობას “ობიექტური ინფორმაციას” აწვდის.

მისი თქმით, საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ვერც ერთი “რადიკალური პოლიტიკური ჯგუფი” საქართველოში საფრთხეს ვერ შეუქმნის.

თალაკვაძე ამტკიცებს, რომ სანქციბთან დაკავშირებით პარტნიორებს მათთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ.

“სანქციები არ არის ინიცირებული, ამაზე ჩვენთან პარტნიორების მხრიდან არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა. მესმის, რომ ოპოზიციის ეს რადიკალური ფრთა დღეს მაქსიმალურად ცდილობს დააზიანოს საკუთარი ქვეყნის იმიჯი, მაქსიმალურად ცდილობს ხელისუფლებას მიაყენოს ჩრდილი, მათ შორის, პარტნიორებთან, თუმცა მერწმუნეთ, რომ დასავლური საზოგადოება და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აშშ არ არის ის სახელმწიფო, რომელიც მხოლოდ რომელიმე ოპოზიციონერის წერილებს ეყრდნობა.

როგორც გითხარით, ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია, მათ ჰქონდათ კითხვები და ჩვენ, მომდევნო დღეებშიც ინფორმაციას მივაწვდით. მათ კითხვები ჰქონდათ ამ სამართლებრივ საქმესთან დაკავშირებით, კითხვები ჰქონდათ თუ რამდენად შესაძლებელია შეთანხმება, ჩვენ ყველა საკითხზე კომუნიკაცია გვაქვს ჩვენს პარტნიოებთან“, – განაცხადა თალაკვაძე.