“სანქციები ერთ-ერთია იმ მრავალი ინსტრუმენტიდან, რომელიც არსებობს. თქვენ ნახავდით აშშ-ს საელჩოს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებებს, რომ ჩვენ ღრმად, ღრმად იმედგაცრუებულები ვართ იმის გამო, თუ როგორ განვითარდა პროცესები. ქართული პარტიები, მათ შორის მმართველი პარტია შეთანხმდა, რომ უზენაეს სასამართლოში დანიშვნები შეჩერდებოდა მანამ, სანამ არ მოხდებოდა ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული სასამართლო რეფორმა. ჯერჯერობით ეს არ მომხდარა და ამიტომაც ვართ იმედგაცრუებულები.

პარლამენტს მოსამართლეების დანიშვნის შეჩერება შეეძლო, მაგრამ ამაზე უარი თქვეს. განცხადებები, რომლებიც გაავრცელა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ, მათ შორის სახელმწიფო მდივანმა, არ არის ნაჩქარევად გაკეთებული.

ეს არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის შემაშფოთებელი მესიჯები, რომელიც სერიოზულად უნდა იყოს მიღებული და არ უნდა ჩაითვალოს ნაჩქარევად.”

აცხადებს საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი. დღეს სახელმწიფო დეპარტამენტმა და სახელმწიფო მდივანმა, ბლინკემა განცხადებები გაავრცელეს და იმეგაცრუება გამოთქვეს ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების საწინააღმდეგოდ მოსამართლეების დანიშვნის გამო.