სანქციები უნდა განიხილებოდეს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ – ლუის ნავარო

“სანქციები უნდა განიხილებოდეს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ”- ასე ეხმაურება, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის ევრაზიული პროგრამის წარმომადგენელი და NDI-ს საქართველოს ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი ლუის ნავარო საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს. ამის შესახებ, მან  “მთავართან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

“საქართველოში ახლა უნიკალური სიტუაციაა. ევროკავშირის და ნატოს ასპირანტ ქვეყნებს შორის ვერ ვიხსენებ სხვა ისეთ სახელმწიფოს და სიტუაციას, როდესაც ოლიგარქი ასე პირდაპირ არის ჩართული მთავრობის მართვაში. ამიტომ ცხადია, რომ არ არსებობს გამოსავალი ამ კრიზისიდან, თუ კონკრეტული ნაბიჯები არ იქნება გადადგმული უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. “ქართული ოცნება” არის ბიძინა ივანიშვილი და ბიძინა ივანიშვილი არის ქართული ოცნება, ვფიქრობ სანქციები უნდა განიხილებოდეს, როგორც ერთერთი გზა, თუმცა რა ნაბიჯიც არ უნდა გადაიდგას ეს ნაბიჯი უნდ იყოს პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ”, – ამბობს ლუის ნავარო